რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
მფრინავი ანტონ ლისტოპადი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად იყო აღიარებული, რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიცეუმი ავრცელებს, სადაც პილოტი სწავლობდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, 2019 წელს ლისტოპადი აღიარებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად და მონაწილეობა მიიღო უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებში.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ლისტოპადი დაჯილდოვდა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – მე-3 ხარისხის ორდენით მამაცობისათვის, რომელიც მას უკრაინის პრეზიდენტმა პირადად გადასცა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს