რუსეთი 3 ივნისიდან სომხური ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტზე შეზღუდვას აწესებს

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი სომხეთის სასოფლო სამეურნეო კულტურის იმპორტზე მორიგ შეზღუდვას აწესებს.
3 ივნისიდან შეზღუდვები შეეხება სომხური წარმოშობის ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტს, ასევე ამ პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტს. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე არ შემუშავდება ალგორითმი გადაზიდული საქონლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, "როსელხოზნადზორმა“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) შეზღუდა სომხეთიდან ყვავილების, ხილისა და ბოსტნეულის, ასევე კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტი. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეეხო თევზსა და თევზის პროდუქტებს.





