რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთის "თალიბანის" მთავრობა აღიარა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში "თალიბანის" მთავრობა აღიარა.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა დაინახა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ხედავს კარგ პერსპექტივებს ურთიერთობების განვითარებისთვის და გააგრძელებს ქაბულის მხარდაჭერას უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხებში.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი "აფასებენ რუსეთის მიერ გადადგმულ ამ გაბედულ ნაბიჯს" და იმედოვნებენ, რომ ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება.
აქამდე არცერთ სხვა ქვეყანას ოფიციალურად არ უღიარებია "თალიბანის" მთავრობა, რომელმაც ხელისუფლება 2021 წლის აგვისტოში, ხელში ძალადობრივად ჩაიგდო.
თაგები:
თალიბანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს