რუსეთი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება - ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს

ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტები უკვე მოემზადნენ ახალი მასშტაბური დარტყმისთვის. უკრაინელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ყველა საჰაერო თავდასხმის სირენას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ამ დღეებში ჩვენ უკიდურესად ფხიზლად უნდა ვიყოთ. რუსეთი დარტყმისთვის მოემზადა, მასშტაბური დარტყმისთვის და ელოდება მომენტს დასაწყებად. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ყველა საჰაერო თავდასხმის სირენას. და ყველა რეგიონი მზად უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად რეაგირებისთვის და ხალხის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
16 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადებოდა.
მისი თქმით, უკრაინულმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსეთის მასშტაბური თავდასხმისთვის მზადების შესახებ.
18 იანვარს უკრაინის ლიდერმა მიმართა პარტნიორებს და განაცხადა, რომ უკრაინას მეტი დაცვა სჭირდება და ეს, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ახალ რაკეტებს ეხება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




