
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალები ავრცელებს.
თავდასხმის სამიზნე გვინეა-ბისაუს დროშით მცურავი მშრალი ტვირთმზიდი გემი GOLDEN LEO იყო, რომელიც თურქული კომპანიის საკუთრებაა.
რუსებმა სამი Kh-59/Kh-69 ტიპის ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.
დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ეკიპაჟის კიდევ ხუთი წევრის ბედი უცნობია და ძებნა გრძელდება. რვა მეზღვაური ოდესის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ეს არის რუსეთის მორიგი მიზანმიმართული თავდასხმა უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ უიარაღო სამოქალაქო გემზე, რომელიც არ წარმოადგენდა სამხედრო საფრთხეს. თავდასხმა წარმოადგენს ტერორისტულ აქტს მშვიდობიანი ნაოსნობის წინააღმდეგ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას“, – აღნიშნულია უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში.
17 ივლისს, რუსულმა დრონმა ოდესის პორტში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემ Venturo-ს დაარტყა. 18 ივლისს, რუსებმა კვლავ განახორციელეს მასშტაბური თავდასხმა ოდესის რეგიონის პორტებზე, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ანტიგუა და ბარბუდას დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს