Logo

"რუსეთისგან პასუხს ველოდებით" - ზელენსკი ტრამპის გუნდთან სააღდგომო ზავის საკითხს განიხილავს

უკრაინა
192
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ერთად რუსეთთან აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის იდეას განიხილავს.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მან 30 მარტს, მოსკოვს აღდგომის დღესასწაულების დროს ცეცხლის შეწყვეტა უკვე შესთავაზა.

კიევი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

"ჩვენ ველოდებით რუსეთისგან პასუხს. ხვალ ამერიკულ გუნდთან ვისაუბრებ, მათ შორის ამ საკითხზე. ჩვენ შედეგების იმედი გვაქვს. ყველას სჭირდება შედეგები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

30 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის სააღდგომო დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტისთვის.

ამის შემდეგ, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ თითქოს, არ გამოთქვა მკაფიო ინიციატივა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მან ასევე მოითხოვა, რომ უკრაინის ლიდერმა მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები და "მიაღწიოს მშვიდობას და არა ცეცხლის შეწყვეტას".

გასულ წელს ვლადიმერ პუტინმა "სააღდგომო ზავი" ამოქმედებიდან მეორე დღესვე დაარღვია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები