Logo

რუსეთმა 4 ივლისის ღამეს 550 დრონი და რაკეტა გაუშვა - თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევი იყო

უკრაინა
174
Frontnews image description

4 ივლისის ღამეს, კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთმა ღამით 550 დრონი და რაკეტა გაუშვა, თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევი იყო.

დღევანდელი დაბომბვის შედეგად, 23 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ადგილზე დაფიქსირდა ხანძარი.

თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს: 539 "შაჰედის" ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი და დრონების იმიტატორი. ერთი Kh-47 M2 „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტა ლიპეცკის ოლქის საჰაერო სივრციდან; ექვსი „ისკანდერ-M/KN-23“ ბალისტიკური რაკეტა ბრიანსკის ოლქიდან; ოთხი „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა კურსკის და ვორონეჟის ოლქებიდან.

თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ: ავიაცია; საზენიტო-სარაკეტო ძალები; ელექტრონული ომის (EW) და უპილოტო სისტემების დანაყოფები; უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

სულ განეიტრალებულია მტრის 478 საჰაერო თავდასხმის იარაღი, მათ შორის: ჩამოგდებულია 268 დრონი და ორი "ისკანდერ-K“; 208 - ლოკალურად დაკარგული.

Advertisement