"რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს" - ზელენსკი დონეცკის ოლქზე თავდასხმის გამო მსოფლიოსგან ძლიერ რეაქციას მოითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიომ რუსეთი უნდა დასაჯოს მისი საშინელი დარტყმებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს იაროვაიას წინააღმდეგ იყო მიმართული. ჯერჯერობით, აგრესორზე ზეწოლა საკმარისი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, იაროვაიაზე თავდასხმის დროს რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად ურტყამდნენ და ნათლად დაინახეს, რომ დარტყმა მიმართული იყო მშვიდობიან მოსახლეობისკენ, რიგითი პენსიონერებისკენ, რომლებიც პენსიებს იღებდნენ. ამ დროისთვის ცნობილია 24 მოკლული და 19 დაჭრილი ადამიანის შესახებ.
"რუსები აგრძელებენ მკვლელობას და საშინელებაა, რომ გლობალური აქტორების მხრიდან საკმარისად ძლიერი რეაქცია არ არსებობს. სწორედ ამას აღიქვამს პუტინი ბრძოლის გაგრძელების ნებართვად - არ არის ძლიერი ზეწოლა, არ არის საკმარისად ძლიერი პასუხები. რუსეთის ეკონომიკა, რუსეთის სახელმწიფო ყოველ ჯერზე ტკივილს უნდა გრძნობდეს, როცა კლავს, ყოველ ჯერზე, როცა ასეთ დარტყმებს ახორციელებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი სანქციების გარეშე დიპლომატიასა და ომის დასრულების მცდელობებში პროგრესი არ იქნება - დიდი ხანია, რაც რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლის შესამჩნევი ზრდა არ შეინიშნება.
9 სექტემბერს რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიას თავს დაესხნენ. მათ ამისთვის საჰაერო ბომბი გამოიყენეს. რუსებმა იერიში მიიტანა იმ ადგილას, სადაც პენსიონერები პენსიებს იღებდნენ. დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი კვლავ იზრდება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს