უკრაინას კიდევ 1245 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას კიდევ 1245 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, უკრაინის მოქალაქეებს, სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით.
სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ეს ეტაპი სტამბოლში მიღწეული რეპატრიაციის შეთანხმებების ფარგლებში საბოლოო იყო. ამ შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში სულ 6057 ცხედარი დაბრუნდა.
როგორც სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, ცხედრების იდენტიფიცირება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების ექსპერტების მონაწილეობით მოხდება. დაგეგმილია საჭირო ექსპერტიზების ჩატარება და დნმ-ის იდენტიფიცირება.
სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლაც შედგა, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.
"ჩვენ არ ვჩერდებით. შემდეგი ეტაპი წინ არის: ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ტყვეების დაბრუნებისთვის“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმაროვმა.
თაგები:
ცხედრების გადაცემა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს