რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაარტყა - დაიღუპა 16 ადამიანი, დაშავდა 35


ავტორი
Front News საქართველო
ღამით ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის დაბომბვის ქვეშ მოექცა სასჯელაღსრულების კოლონია. თავდასხმის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ღამით მტერმა ზაპოროჟიეს ოლქში, წინასწარი ინფორმაციით, 8 მართვადი ბომბი გამოიყენა. ერთ-ერთი სასჯელაღსრულების კოლონიას მოხვდა.
"16 ადამიანი დაიღუპა, 35 დაშავდა. დაზარალებულები ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ“, - წერს ის.
ფედოროვის თქმით, თავდასხმის შედეგად განადგურდა დაწესებულების შენობა, ხოლო მიმდებარე კერძო სახლები დაზიანდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უკვე გამოეხმაურა თავდასხმას და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ომის დანაშაულია, რომელიც არ შეჩერდება, თუ რუსებს არ შეაჩერებენ.
"პუტინის რეჟიმზე, რომელიც გარკვეული პირების პირით აშშ-საც ემუქრება, ეკონომიკური და სამხედრო დარტყმები უნდა იქნეს განხორციელებული, რაც მას ბრძოლის უნარს წაართმევს. ევროპაში ომის საფრთხე საკმაოდ რეალურია, სანამ პუტინი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აშენებს და შეუძლია ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა“, - განაცხადა ერმაკმა.
თაგები:
ზაპოროჟიეს ოლქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს