Logo

რუსი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი კვლავ გაიზარდა - დაღუპულთა შორის 4 ბავშვია

უკრაინა
219
Frontnews image description

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულებს შორის ასევე 10 ბავშვია.

შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს ცნობით, დაშავებულია 38 ადამიანი. როგორც კლიმენკო აცხადებს, ათამდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

დარტყმების ადგილებში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 29 აგვისტოს კიევში გლოვის დღე გამოცხადდა.

რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძი სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია. ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას და ბრიტანული საბჭოს ოფისს.

28 აგვისტოს ღამით, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. დამპყრობლებმა უკრაინის დედაქალაქს „შაჰედებით“, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, კერძოდ, „კინჟალებით“ შეუტიეს.

თაგები:

კიევი
Advertisement