Logo

რუსლან აბაშიძემ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა

საზოგადოება
661
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა  სამინისტროს ინიციატივით და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი და კარფურ ისთ ფოინთის გენერალური მენეჯერი ჯოზეფ კოჩანდრლე. 

პროექტის ფარგლებში დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით სასაჩუქრე კალათები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები  სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში  გადაეცემათ.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია Carrefour Georgia აქტიურად თანამშომლობს აფხაზეთის მთავრობასთან  და ჩართულია დევნილი ოჯახების მხარდასაჭერად დაგეგმილ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში.

თაგები:

Advertisement