რუსლან აბაშიძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით პატივისცემა და მოწიწება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხელობისა და სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია. მისი ღვაწლის წინაშე ყველანი ვალში ვართ. მისი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთი მიზეზია, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


