რუსლან სტეფანჩუკი – ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება. უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება, – ამის შესახებ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
“გიგზავნით გულწრფელ სალამს თქვენი მეგობარი უკრაინიდან. დიდ მადლობას გიხდით ტრადიციული ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ამას ვგრძნობთ ახლაც. ძალიან ბევრი სასახელო, მამაცი მებრძოლი ეხმარება უკრაინას ამ ბრძოლაში მთელი ცივილიზაციის მომავლისთვის.
პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის ოცნება იყო, რომ უკრაინა აეღო 48 საათში. ეს არ გამოუვიდა არც 48 საათში და არც 48 დღეში. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგის ინტერესები დღევანდელი მდგომარეობით გადასახედია. ისინი უკვე აღარ საუბრობენ კიევზე, მთლიანად უკრაინაზე. მათი ინტერესი მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთით. რუსეთი აგრძელებს თავისი სამხედროების გადაადგილებას უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით და აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს. ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში, ასევე კრამატორსკთან ახლოს.
ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, ომი გაგრძელდება და გაძლიერდება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება“, – აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი.
თაგები:
რუსლან სტეფანჩუკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს