რუსმა ოკუპანტებმა დონბასში საკუთარი ბატალიონი გაანადგურეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ბატალიონი გაანადგურეს და მომხდარის გასაიდუმლოებას ცდილობდნენ, – ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები ოკუპანტების ჩანაწერებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
რუსი სამხედროები ცდილობდნენ ინციდენტის გასაიდუმლოებას, რადგან „ლუგანსკი და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ მებრძოლები უკვე ისედაც ეჭვობენ, რომ რუსეთი მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს.
“სადღაც ბერდიანსკთან იდგნენ. არც ხელფასი იღებდნენ, არც არაფერი. როგორც მივხვდი, არც კი აჭმევდნენ. მერე კი სადღაც ფრონტზე გადაისროლეს. ჩუმად იდგნენ, დაიღალნენ და უკან დახევა დაიწყეს, ამ დროს დაარტყეს რუსებს, რუსებმა ისინი გაანადგურეს“, – აცხადებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთ-ერთი მებრძოლი.
ქვედანაყოფი, რომელზეც ის საუბრობს, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „სახალხო მილიციის“ პირველი არმიის კორპუსის მე-2 ბატალიონია, რომელიც რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძვის.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს