Logo

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

შემთხვევა
142
Frontnews image description

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რის შემდეგაც  მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 ქალი ადგილზე დაიღუპა, 2 დაშავებული კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები