Logo

რუსთავში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
249
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს,  რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად  ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები