
ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე აქცია – “შინ ევროპისკენ“ იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს.
აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების გაჟღერებით დაიწყო.
პარლამენტის წინ ადამიანები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით დგანან. შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპასთან კავშირში წარმოუდგენიათ და არ დაუშვებენ ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.
დღევანდელი აქცია სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაიგეგმა და პოლიტოკოსები აქციაზე სიტყვით არ გამოვლენ.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია, გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს