რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც Front News-ს პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს, დაღუპულები პატიმრები არიან.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი მეორეს გადარჩენას შეეცადა და ძლიერი კვამლის გამო ორივე გარდაიცვალა.
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს