რუსთავის ციხესთან “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები აქციას მართავენ

ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი პრეზიდენტობის დროს დაზარალებულები და მათი ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს შორის არიან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი, ჟურნალისტი ზაზა დავითაია, ტრისტან წითელაშვილი და სხვები.
მათი განცხადებით, აქციის მიზანია, საზოგადოებისთვის ყოფილი ხელისუფლების რეჟიმი შეახსენონ.
აქციაზე აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და ის დამნაშავეა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


