რუსთავში ავტომობილი აფეთქდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა.
“ინფო რუსთავის”ინფორმაციით, “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება.
თვითმხილველის თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
შემთხვევის დროს დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთია ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო, მეორე – გამვლელი ქალია.
ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და გამოკვლევები უტარდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს