რუსთავში, ქარხანაში 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში, „რუსელოისის“ ქარხანაში 44 წლის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდა.
სამაშველო სამსახურის მაშველებმა მამაკაცი რეზერვუარიდან უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თაგები:
რუსთავი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს