Logo

რუსულ აგრესიას უკრაინაში დღემდე 287 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინა
1418
Frontnews image description

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 795 ბავშვი დაზარალდა. აქედან 287 ბავშვი დაიღუპა, 508 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

ყველაზე მეტად, რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად, ბავშვები დაზარალდნენ დონეცკის რეგიონში – 217, ხარკოვში – 149, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 53, ხერსონში – 52, მიკოლაივში – 48, ზაპოროჟიეში – 30, სუმში – 17, ჟიტომირში – 15 და კიევში – 16.

 

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, დაზარალებული ბავშვების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, რადგან ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად კიდევ 16 ბავშვი დაშავდა. 

Advertisement