რუსული აგრესიის მეცამეტე დღე უკრაინაში – ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის 12 დღის განმავლობაში მტერმა უზარმაზარი საბრძოლო დანაკარგები განიცადა. ამ დროის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის 12 000 დამპყრობელი გაანადგურეს.
აგრესორმა უკრაინაში დაკარგა – პერსონალი – თითქმის 12 ათასი ადამიანი, ტანკები – 303 ერთეული, ჯავშანტექნიკა – 1036, საარტილერიო სისტემები – 120, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები – 56, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 27, თვითმფრინავი – 48, ვერტმფრენი – 80, სატრანსპორტო საშუალება – 474, გემი/ნავი – 3, ავზები საწვავით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები – 7.
გენერალური შტაბი მოუწოდებს უკრაინელებს, მხოლოდ სანდო წყაროებს ენდონ, პანიკას არ აყვნენ და წინააღმდეგობა გააგრძელონ.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა