რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში დღემდე 153 ბავშვი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 153 ბავშვი დაიღუპა, 245 კი დაიჭრა.
ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში – 73, დონეცკის ოლქში – 65, ხარკოვის ოლქში – 53, ჩერნიგოვის ოლქში – 43, მიკოლაევის ოლქში – 30, ლუგანსკის ოლქში – 31, ზაპოროჟიეს ოლქში – 22, ხერსონის ოლქში – 29, დედაქალაქში – 16, სუმის ოლქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.
ოკუპანტების თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, აქედან 83 მთლიანად განადგურდა.
როგორც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს