Logo

რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა ჯარისკაცი, რომელიც 3 წლის განმავლობაში დაღუპულად ითვლებოდა და "დაკრძალულიც" კი იყო

უკრაინა
171
Frontnews image description

რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა ჯარისკაცი, რომელიც სამი წლის განმავლობაში დაღუპულად ითვლებოდა და "დაკრძალულიც" კი იყო.

ლვოვის ოლქის კულიკოვოს სოფლის საბჭოს Facebook გვერდის თანახმად, ნაზარ დალეცკი 2022 წლის სექტემბრიდან გარდაცვლილად ითვლებოდა.

"ის გადარჩა. გაუძლო. ის დაბრუნდა. ეს არის სასწაული, რომელიც მიღწეულია იმ ადამიანების გამბედაობის, რწმენისა და სიყვარულის წყალობით, ვინც არასდროს შეწყვიტა ლოდინი. ეს თითოეული ჩვენგანისთვის შეხსენებაა, რომ სანამ არსებობს ოდნავი იმედიც კი, ღირს მასზე ჩაჭიდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, ნაზარ დალეცკი 24-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობდა. მასთან კონტაქტი 2022 წლის მაისში დაიკარგა. თავდაპირველად, ის ოფიციალურად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მისმა ოჯახმა მოგვიანებით ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომ ის ხარკოვის ოლქის კუპიანსკის ოლქში, 2022 წლის 25 სექტემბერს დაიღუპა.

თუმცა, 2025 წლის ზაფხულში, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ დალეცკი რუსულ ბანაკებში ნახა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით კიდევ ორმა ყოფილმა ტყვემ დაადასტურა.

სოფლის რაიონის ხელმძღვანელმა ოქსანა კუხარმა განაცხადა, რომ 2023 წელს სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს მამაკაცი, რომელიც იმ დროისთვის ნაზარ დალეცკიდ ითვლებოდა.

"მისი გარდაცვალების დნმ-ის ანალიზით დადასტურება 2023 წლის მაისში მოხდა და შესაბამისად, იგი სრული პატივით დაკრძალეს“, - განაცხადა მან.

უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლი ფარგლებში დღეს უკრაინაში 157 ადამიანი დაბრუნდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები