რუსულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო


ავტორი
Front News საქართველო
რუსული მედიის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ ცნეს.
მოსამართლის განაჩენში აღნიშნულია, რომ ნავალნიმ ჩაიდინა თაღლითობა, მოტყუების გზით მიითვისა სხვისი ქონება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნავალნი ასევე დამნაშავედ ცნეს სასამართლოს მიმართ ღიად გამოთქმული უპატივცემულობის გამო.
სასჯელი განაჩენის დასკვნით ნაწილში მას შემდეგ განისაზღვრება, რაც სასამართლო საქმეზე შეგროვებულ მტკიცებულებებს შეაჯამებს.
ცნობილია, რომ პროკურატურა ნავალნისთვის 13 წლით პატიმრობას ითხოვს.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს