
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის მოკლევადიან პერიოდში გადაწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა, მოკავშირეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანების საკითხი ამჟამად აქტიური პოლიტიკური განხილვის ეტაპზე არ არის.
მისი თქმით, წევრ ქვეყნებს შორის ამ პროცესის სისწრაფესთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს.
"მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყდება. არ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურად მალე მოხდება - ეს ჩემი სამართლიანი შეფასებაა“, - განაცხადა რუტემ.
როგორც მან აღნიშნა, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინის ალიანსში სწრაფ წინსვლას აფერხებენ, არიან გერმანია, სლოვაკეთი, უნგრეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს