Logo

რუტე - ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია

პოლიტიკა
66
Frontnews image description

ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, სერიოზული შეშფოთება არსებობს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით მიმდინარე საკითხებში.

"ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ ბოლო პერიოდის განვითარებებიც და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ კურსს, მათ შორის უზრუნველყოს, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით გაგრძელდეს ის ტრაექტორია, რომელზეც საქართველო იმყოფებოდა. ამ მხრივ, ამჟამად სერიოზული შეშფოთება არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი, განხილვა, მაგრამ დავიკავეთ პოზიცია, რომ უმჯობესია, ურთიერთობა გავაგრძელოთ და გვქონდეს ეს საშუალება საკითხების განსახილველად, ვიდრე ვთქვათ, არ მოგვწონს და ურთიერთობა სრულად გავწყვიტოთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

თაგები:

მარკ რუტე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები