რუტე – ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 ერთეული Leopard 2-ის შეძენას გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს გერმანიიდან უკვე იჯარით აღებული Leopard 2-ის ტანკების შეძენას, რათა მოგვიანებით ისინი უკრაინას გადასცეს, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.
“ჩვენ იჯარით გვაქვს ისინი (ლეოპარდ 2-ის ტანკები), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი ყიდვა და შეგვიძლია გადავცეთ უკრაინას”, – აღნიშნა მან.
რუტეს თქმით, თუ უკრაინისთვის ტანკების ყიდვას აზრი აქვს უფრო დიდ პაკეტში სხვა სახელმწიფოებთან, როგორიცაა ფინეთი და პორტუგალია, მაშინ “მზად არის განიხილონ ეს საკითხი”. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს