Logo

რუტე - რუსეთის რაკეტას ჰააგამდე 5-10 წუთი სჭირდება, საფრთხე იზრდება

უკრაინამსოფლიო
305
Frontnews image description

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გააფრთხილა ალიანსის მოკავშირეები, რომ ის ქვეყნებიც კი, რომლებიც პირდაპირ არ ესაზღვრებიან რუსეთს, საფრთხის ქვეშ არიან უახლესი რუსული სარაკეტო ტექნოლოგიების გამო.

როგორც მან ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსების მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

"მოდით, ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები ამ საკითხში. ეს შეიძლება ოდესმე შეეხოს ლუქსემბურგს და ჩემს ქვეყანას, ნიდერლანდებს. ჩვენ ყველანი უსაფრთხოდ ვართ ახლა, ვფიქრობთ, რომ შორს ვართ რუსეთისგან, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, განსაკუთრებით უახლესი რუსულის რაკეტების ტექნოლოგიის კონტექსტში. ლიეტუვასა და ლუქსემბურგს, ჰააგას ან მადრიდს შორის განსხვავება ახლა ხუთიდან ათ წუთამდეა - სწორედ ამდენი ხანი სჭირდება რაკეტას ევროპის ამ ნაწილებამდე მისასვლელად“, - განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, საფრთხე ეხება ალიანსის ყველა წევრს, განურჩევლად მათი მდებარეობისა.

"ჩვენ ყველანი რუსების პირდაპირი საფრთხის ქვეშ ვართ, ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ, მიუხედავად იმისა, ლონდონში ცხოვრობთ თუ ტალინში... ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

თაგები:

მარკ რუტე
Advertisement