რუტე - უკრაინა კვლავაც იღებს ამერიკულ იარაღს, რომელსაც მისი ევროპელი პარტნიორები PURL-ის პროგრამის ფარგლებში ყიდულობენ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა კვლავაც იღებს ამერიკულ იარაღს, რომელსაც მისი ევროპელი პარტნიორები PURL-ის პროგრამის ფარგლებში ყიდულობენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
გენერალურ მდივანს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე, რომ თითქოს შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი გაგზავნოს.
"აშშ-დან უკრაინას ეს კრიტიკული აღჭურვილობა, მათ შორის გამანადგურებელი რაკეტები, PURL-ის მეშვეობით კვლავ მიეწოდება“, - აღნიშნა რუტემ.
მისივე თქმით, PURL-ის პროგრამის დაწყებიდან უკრაინამ შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
"ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც, ვიმეორებ, აგრძელებს მოქმედებას", - განაცხადა რუტემ.
მანამდე, The Washington Post-მა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი განიხილავს უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართების შესაძლებლობას.
თაგები:
მარკ რუტე




