“სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, მელია თავისი სურვილით წავიდეს და ჩაჯდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა”


ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მელიასგან გმირის შექმნას ცდილობს და სურს, რომ პარტიის თავმჯდომარის საქმით პოლიტიკურ ველზე "ცეცხლი დაანთოს".
"აქ არის ძალიან მკაფიო სიტუაცია – ნიკა მელია დაექვემდებარება და დაემორჩილება კანონს თუ მიხეილ სააკაშვილს. მესამე ვარიანტი არ არის. მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ის თავისი ფეხით, თავისი სურვილით, თავისი გადაწყვეტილებით წავიდეს და ჩაჯდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და გამოიყვანოს ე.წ. ფსევდო გმირი ნიკა მელიასგან.
ამით ცეცხლი დაანთოს, მეტი შანსი აღარ აქვს და მეორეს მხრივ ეს ყველაფერი გამოიყენოს იმისთვის, რომ ნიკა მელიას საერთაშორისოდ თუ შიდა მოხმარებისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსი რამენაირად აკიდოს.
გადაიხდის დარწმუნებული ვარ, არცერთ ნაციონალს არ აქვს ფსევდოგმირობის თავი, რეალურად მოუწევს უკან დახევა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნიკა მელიამ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურისგან გირაოს გადასახდელად მიცემული ვადა ხვალ იწურება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს