Logo

სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სამართალი
1149
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

ბრალდებულებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება გასულ სასამართლო სხდომაზე აღიარეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

 

სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.

Advertisement