სააპელაციო სასამართლომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

ავტორი
Front News საქართველო
სააპელაციო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანრი კვარაცხელიას საქმეზე პროკურორის და დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება - 4.5-წლიანი პატიმრობა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
პროკურატურა სააპელაციოში სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე კვარაცხელიას უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.
ანზორ კვარაცხელიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 18 ივლისს მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
თაგები:
ანრი კვარაცხელია




