საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნა თავდაცვითი ოპერაციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება სამი ფაზისგან შედგებოდა.
პირველი ეტაპი ბატალიონის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთშერწყმას დაეთმო, მეორე ეტაპი შემფასებელ-მაკონტროლებელი ჯგუფების მიერ ბატალიონის შეფასებას მოიცავდა, მესამე ეტაპი კი, საბრძოლო სროლებით დასრულდა.
სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის შტაბის, საცეცხლე ქვედანაყოფების, ჰაერსაწინააღმდეგო გათვლების ერთობლივი მოქმედებების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწას.
თაგები:
სწავლება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს