Logo

საბა ბუაძე – მთავრობამ თბილისში მდებარე კაზინოებს ორი წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი

პოლიტიკა
617
Frontnews image description

პარტია “ლელო საქართველოსთვის” 13 ივლისის იმ დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც მიხედვითაც, მთავრობამ სათამაშო ბიზნესს სალიცენზიო გადასახადი გაუნახევრა. 

 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საბა ბუაძემ განაცხადა, შეღავათი, რომლითაც კაზინოები ისარგებლებენ, 5 მილიონ ლარს შეადგენს. მისთვის გაუგებარია, რატომ უწესებს მთავრობა შეღავათს მზარდ ბიზნესს, მაშინ როცა პანდემიის პირობებში არაერთი ბიზნესი დახმარების მოლოდინშია. 

 

“ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობამ, თბილისში მდებარე კაზინოებს ორი წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი და წინასაარჩევნოდ  სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ ამ სათამაშო ბიზნესმა და იქ, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა ადამიანებმა გააგრძელონ მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებამ ელემენტარული დახმარებაც კი ვერ გამოუყო ქართულ ბიზნესს, რომელიც მისი ხელით განადგურებისა და ჩამოშლის პირასაა”– განაცხადა საბა ბუაძემ.

თაგები:

Advertisement