Logo

საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი მარტიდან განაახლებენ

საზოგადოება
955
Frontnews image description

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მატიდან,  – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელი იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თაგები:

Advertisement