საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლების შეჯახების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა


ავტორი
Front News საქართველო
საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა კოსტას კარამანლისმა თანამდებობა დატოვა მატარებლების შეჯახების შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.
“ფაქტია, რომ ჩვენ მივიღეთ საბერძნეთის რკინიგზა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ შეესაბამება 21-ე საუკუნეს. ამ 3,5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ამ რეალობის გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი ასეთი ავარიის თავიდან ასაცილებლად. ეს ძალიან რთულია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმე წელია იყო, მაგრამ დემოკრატიის აუცილებელ ელემენტად მიიჩნია მოქალაქეების ნდობა პოლიტიკური სისტემის მიმართ.
“ამიტომ ვაცხადებ ჩემი გადადგომის შესახებ ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის პოსტიდან. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, როგორც უსამართლოდ დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი პატივისცემის და პასუხისმგებლობის აღების მინიმალურ ნიშნად“, – განაცხადა კარამანლისმა.
თაგები:
საბერძნეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს