“საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”

ავტორი
Front News საქართველო
ახალციხეში მომხდარი შემთხვევის მიუხედავად, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნას „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


