“სადაც იქნება ნიკა, ვიქნებით ჩვენც იქ, ჩვენი უშუალო დაცვის გარეშე არ იქნება არც ერთი წამი”


ავტორი
Front News საქართველო
ნიკა ჩვენი უშუალო დაცვის გარეშე არც ერთი წამი და წუთი არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მორიგეობით იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციონერი ლიდერები.
"სადაც იქნება ნიკა, ჩვენც ვიქნებით იქ. იცით, რომ ყველანი პრაქტიკულად აქ ვართ. მათ შორის მორიგეობის რეჟიმიც გვაქვს. ვმუშაობთ ჩვენს პარტიაში. ეს არის ჩვენი ოფისი. ჩვენს პარტიაში არიან მორიგეობით მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციონერი ლიდერი. რა თქმა უნდა, სადაც იქნება ნიკა, ვიქნებით ჩვენც იქ. ანუ ნიკა არ იქნება ჩვენი უშუალო დაცვის გარეშე არც ერთი წუთი და არც ერთი წამი. ამის პირობა შემიძლია მივცე „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს