სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.
ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.
„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ქალი და ერთი მამაკაცი.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს