Logo

საერთაშორისო პროექტ "სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის" ფარგლებში წყალტუბოში მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონები
10.05.2025 / 14:28
4
Frontnews image description

საერთაშორისო პროექტის "სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის" ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ "სპექტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა და 10 საჯარო სკოლის დირექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზანია სკოლებში გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, ნარჩენების კომპოსტირების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, კონკურსებისა და ტრენინგების ჩატარება.

შეხვედრაზე საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროგრამის ეფექტურად განხორციელების საკითხებზე ისაუბრა პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის "სპექტრის" თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკაიამ. მოსწავლეებში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება წყალტუბოს საგანმანათლებლო ცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას, კომპოსტირების შესახებ ტრენინგების ჩატარებასა და საერთაშორისო კონფერენციებში მოსწავლეთა მონაწილეობას. გარდა, საგანმანათლებლო კომპონენტისა, მოსწავლეები, ასევე, მოაწყობენ დასუფთავების აქციებს, სკოლების ეზოებში განთავსდება საკომპოსტე ყუთები. გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებზე. საერთაშორისო პროექტს "სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის" ახორციელებს 4 ქვეყნის(საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა, თურქეთი) და 6 ორგანიზაცია.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement