Logo

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები სტიქიის დროს დაღუპული კოლეგის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანშიც იმყოფებოდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ვერეს ხეობაში, სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო სამუშაოებს ასრულებდა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები