Logo

საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ახალი სტრუქტურა დაფუძნდა

პოლიტიკა
131
Frontnews image description

სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში, მიმდინარე წელს ახალი შპს "საგანმანათლებლო რესურსები" იწყებს ფუნქციონირებას.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ "საგანმანათლებლო რესურსების" ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა ახალი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

"ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმა და სწორედ შპს „საგანმანათლებლო რესურსების" ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა აღნიშნული ფორმების შეძენა და შემდგომში რეალიზაცია. ამასთანავე, სკოლების მომარაგება

ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით, მათ შორის, სახელმძღვანელოებითა და ლაბორატორიების აღჭურვილობით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შპს "საგანმანათლებლო რესურსების" დირექტორის თანამდებობაზე მიხეილ ყუფარაძე დაინიშნა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მიხეილ ყუფარაძე სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციას იკავებდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები