Logo

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას უცხო ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
1261
Frontnews image description

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევას უცხო ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

თვითმხილველების თქმით, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.

 

32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

 

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან  ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

თაგები:

საგარეჯო
Advertisement