საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ექვსივე დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი და მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
“საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შემოსულია ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რვა წლამდე ბავშვია. ერთ-ერთი პაციენტი უკვე საოპერაციოშია, მუცლის ღრუს ტრავმა აქვს და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რამდენიმე პაციენტთან ღია მოტეხილობაა, თავის ტვინის ტრავმაა, კვლევები უტარდებათ და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. მართვით სუნთქვაზე, სუნთქვის უკმარისობით და თავის ტვინის ტრავმით მიმდინარე კომატოზური მდგომარეობით არცერთი არ არის, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო და მძიმე პაციენტები არიან, ერთი უკვე საოპერაციოშია როგორც გითხარით და ალბათ, ღია მოტეხილობებზეც დასჭირდება საოპერაციო ჩარევა“, – განუცხადა პირველ არხს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა სულხან სამხარაძემ.
თაგები:
საგარეჯო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს