Logo

საგარეჯოში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საზოგადოება
1206
Frontnews image description

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.  

გარდაცვლილს პირველადი დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას თანასოფლელი ტრაქტორით დაეჯახა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. 

ტრაქტორის მძღოლი უკვე იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თაგები:

Advertisement