Logo

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 5 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა

სამართალი
1126
Frontnews image description

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 5 ადამიანი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მედიკოსების თქმით, მათგან ერთი, რომელსაც ჭრილობა თვალის არეში აქვს, თბილისში გადაჰყავთ, ოთხს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ერთის მდგომარეობა მძიმეა.

 

დაჭრილების და დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია მხოლოდ, რომ დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია.

 

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქემ ცეცხლი გახსნა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა თავი აიფეთქა, თუმცა შსს-ს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

თაგები:

საგარეჯო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები