საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა.
ცენტრის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს, რომ 1 ივლისიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უქმდება და ამის შესახებ წერილობით შეატყობინეს.
"მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა